მწვანედ გარდაქმნა
გაეცანით ჩვენი მწვანე გარდაქმნის შეფასებას - ეროვნული პოლიტიკის, ძირითადი სექტორებისა და საქართველოში გარდამავალი პერიოდისთვის მზადყოფნის შესახებ დეტალური ანალიზი. ანგარიშში წარმოდგენილია დასკვნები და მოსაზრებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას 2050 წლის კლიმატის ნეიტრალიტეტისკენ მიმავალ გზაზე.
მიმოხილვა
მწვანე გარდაქმნის შეფასება წარმოადგენს პროგრესის, სესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ მიმოხილვას, რომელთან წინაშეც საქართველო დგას მწვანე გარდამავალი პერიოდის პროცესში.
ყურადღება გამახვილებულია იმ სექტორებზე, რომლებიც მნიშვნელოვანი გრძელვადიანი მდგრადობისა და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობისათვის. ნაცვლა იმისა, რომ ვიწროდ შეფასებულიყო საკანონმდებლო მოთხოვნები, ანგარიში ქვეყანაში სექტორული დინამიკის მაღალი სტანდარტის ანალიზს წამოადგენს. ეს შეფასებები საფუძველია ინფორმირებული, ერთობლივი და ქმედითი სტრატეგიებისთვის, საქართველოში უფრო მდგრადი მომავლის შესაქმნელად.


მიმოხილვა მოიცავს:
- გარემოსდაცვითი და კლიმატის სტატუსის ტენდენციებს
- საკანონმდებლო ჩარჩოებისა და აღსრულების ინსტრუმენტებს
- საჯარო სექტორის შესაძლებლობები
- არასამთავრობო და კერძო სექტორის შესაძლებლობებს - ტექნიკური, ინფრასტრუქტურული და უნარებზე დაფუძნებული
- ჯვარედინი თემები, როგორებიცაა გარდაქმნის დაფინანსება, კვლევა და ინოვაცია, დიჯიტალიზაცია და სამართლიანი გარდამავალი პერიოდის უზრუნველყოფა
ანგარიში ასავს ძირითად გამოწვევებს, აფასებს ფინანსურ საჭიროებებს და წარმოაჩენს გაძლიერებული თანამშრომლობის შესაძლებლობებს საქართველოში ეფექტური და სამართლიანი მწვანე გარდამავალი პერიოდის მხარდასაჭერად.
სხვა ინიციატივები
კლიმატის ნეიტრალიტეტის 2050 წლის გზამკვლევი
ჩვენი გზამკლევი საქართველოს სტრატეგიულ ჩარჩოსსთავაზობს, რომელიც ასახავს კონკრეტული სექტორების საქმიანობასა და მნიშვნელოვან ეტაპებს 2050 წლისთვის კლიმატ-ნეიტრალიტეტის მიღწევის გზაზე.
საზოგადოების დამოკიდებულების კვლევა
ეს კვლევა აანალიზებს თუ როგორ აღიქვამენ საქართველოს მოქალაქეები კლიმატის ცვლილებას, გარემოს დაცვას, ენერგოუსაფრთხოებასა და ევროკავშირში ინტეგრაციას, რაც წარმოადგენს ძირითად ინფორმაციას მდგრადი მომავლის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების შესახებ.
შესაძლებლობების განვითარება და ტექნიკური მხარდაჭერა
მიზანმიმართული შესაძლებლობების განვითარება და ტექნიკური მხარდაჭერა აუცილებელია, დაინტერესებული მხარეებისთვის მდგრადი გარდამავალი პერიოდისთვის საჭირო უნარ-ჩვევებითა და რესურსებით აღჭურვისათვის. ჩვენი მხარდაჭერა დაკავშირებულია იმ პრიორიტეტებთან, რომელიც ასახულია კონკრეტული ქვეყნის გზამკვლევში.