News
24 May, 2024

"მწვანე დღის წესრიგის" პროექტის გუნდისა და "სიდას" წარმომადგენლების საკონსულტაციო შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან თბილისში

Photo

 გასულ კვირას,  მწვანე დღის წესრიგის პროექტის გუნდი შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) წარმომადგენლებთან ერთად, თბილისს ეწვია საკონსულტაციო შეხვედრების ჩატარების მიზნით.

დისკუსია გაიმართა პროექტის ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან, როგორებიცაა საქართველოს მთავრობა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შვედეთის საელჩო, ევროკავშირის დელეგაცია და სხვა შესაბამისი მხარეები.

შეხვედრებმა შესაძლებლობა მისცა მონაწილეებს, გაცნობოდნენ პროექტის პროგრესს და მის წინასწარ დასკვნებს, რომლებიც დაკავშირებული იყო ქვეყნების მზაობასთან, გადაედგა ნაბიჯები მწვანე გარდაქმნის მიმართულებით ისეთ სექტორებში, როგორიცაა: კლიმატი, ენერგეტიკა, მდგრადი მობილობა, შენობები და შენობების ენერგოეფექტური განახლება, მრეწველობა, ნულოვანი დაბინძურება, ფერმიდან მაგიდამდე, და ბიომრავალფეროვნება; ასევე, კრიტიკულად გადამწყვეტი საკითხები, გარდაქმნისთვის საჭირო ფინანსები, დიგიტალიზაცია, სოციალური ზემოქმედება, კვლევა-განვითარება და ინოვაცია. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეროვნული შეფასების ჩარჩოს ჩამოყალიბებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის მწვანე გარდაქმნისათვის სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბებას.

„SEI-ში გადამწყვეტია, რომ ჩვენმა ინიციატივებმა ხელი შეუწყოს წარმატებული მწვანე რეფორმების განხორციელებას, რაც დაეხმარება ქვეყანას ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბებაში. კონკრეტულად საქართველოსთვის, ეს მოიცავს დახმარებას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში გახდეს სრულად ინტეგრირებული პარტნიორი ვაჭრობასა თუ სხვა სექტორებში“, - განაცხადა ბერნარდას პადეგიმასმა, SEI-ს სათაო ოფისში გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და სტრატეგიის ჯგუფის ხელმძღვანელმა.

შეხვედრებზე სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც გამახვილდა ყურადღება, მათ შორის კლიმატზე ორიენტირებული ინიციატივების განახლებაზე, ჰაერის ხარისხისა და ტრანსპორტთან დაკავშირებული პროექტების, მწვანე გარდაქმნის პოლიტიკისა და რეფორმების პრიორიტეტიზაციაზე. მთავრობის ადმინისტრაციამ მხარი დაუჭირა მწვანე დღის წესრიგის პროექტს. მთავრობა ვალდებულია განახორციელოს ასოცირების შეთანხმება და შეუსაბამოს ის მწვანე შეთანხმების მიზნებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიმდინარე დისკუსიები პროექტის პროგრესისა და შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერის, მათ შორის გარემოსდაცვითი განათლებისა და კომუნიკაციის ხელშეწყობის შესახებ მიმდინარეობდა.

შეხვედრებზე ხაზი გაესვა ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას გარემოსდაცვითი მდგრადი პრაქტიკის განვითარებისა და მწვანე გარდაქმნის დღის წესრიგის ხელშეწყობისთვის.