ჩვენი საქმიანობა
ჩვენი მიზანია მხარი დავუჭიროთ საქართველოს კლიმატ-ნეიტრალიტეტის გზაზე მდგრადი და ინკლუზიური პროგრესის მიღწევაში. ჩვენ ვთავაზობთ მწვანე გარდაქმნის შეფასებას, 2050 წლის გზამკვლევის მომზადებასა და საინვესტიციო პროექტებს - ქვეყნასთან თანამშრომლობით სტრატეგიული დაგეგმარების ეტაპიდან, ეფექტურ განხორციელებამდე.
მწვანე გარდაქმნის შეფასება
გაეცანით „მწვანე გარდაქმნის შეფასების“ დოკუმენტს, რომელიც მოიცავს საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის, ძირითადი სექტორებისა და გარდამავალი პერიოდისთვის მზადყოფნის შესახებ საფუძვლიან ანალიზს. ეს ანგარიში სტრატეგიული სახელმძღვანელოა, რომელიც ხელს შეუწყობს 2050 წლისთვის საქართველოს კლიმატ-ნეიტრალიტეტის მიღწევას.
კლიმატის ნეიტრალიტეტის 2050 წლის გზამკვლევი
ჩვენი გზამკლევი საქართველოს სტრატეგიულ ჩარჩოსსთავაზობს, რომელიც ასახავს კონკრეტული სექტორების საქმიანობასა და მნიშვნელოვან ეტაპებს 2050 წლისთვის კლიმატ-ნეიტრალიტეტის მიღწევის გზაზე.
საზოგადოების დამოკიდებულების კვლევა
ეს კვლევა აანალიზებს თუ როგორ აღიქვამენ საქართველოს მოქალაქეები კლიმატის ცვლილებას, გარემოს დაცვას, ენერგოუსაფრთხოებასა და ევროკავშირში ინტეგრაციას, რაც წარმოადგენს ძირითად ინფორმაციას მდგრადი მომავლის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების შესახებ.
შესაძლებლობების განვითარება და ტექნიკური მხარდაჭერა
მიზანმიმართული შესაძლებლობების განვითარება და ტექნიკური მხარდაჭერა აუცილებელია, დაინტერესებული მხარეებისთვის მდგრადი გარდამავალი პერიოდისთვის საჭირო უნარ-ჩვევებითა და რესურსებით აღჭურვისათვის. ჩვენი მხარდაჭერა დაკავშირებულია იმ პრიორიტეტებთან, რომელიც ასახულია კონკრეტული ქვეყნის გზამკვლევში.