News
30 Apr, 2024

ხარისხის სტრატეგიული კონტროლის ვებინარი ვარშავაში: შედეგების ანალიზი სომხეთის, საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის მწვანე გარდაქმნისთვის

Photo

29-30 აპრილს ვარშავაში, პოლონეთში გამართულ "მწვანე დღის წესრიგის" ვორქშოფზე 30 SEI-ის ექსპერტი, ეროვნული პარტნიორი და თემატური ლიდერი შეიკრიბა სომხეთის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მწვანე გარდაქმნის გზამკვლევის შემუშავებისა და თემატური შეფასებებიდან ეროვნულ შეფასებებზე გადასვლის მიზნით. შეკრების მიზანს ასევე SEI-ის პროექტის სამიზნე ქვეყნებისთვის უფრო მდგრადი მომავლის ხელშეწყობისთვის საჭირო საფუძვლებზე, და მათი ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების საჭიროებებზე დისკუსია წარმოადგენდა. 

სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეებმა მიმოიხილეს ძირითადი დასკვნები, რომლებიც დაკავშირებულია ქვეყნების მზადყოფნასთან, შეუერთდნენ მწვანე გარდაქმნას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: კლიმატი, ენერგეტიკა, მდგრადი მობილობა, შენობები და შენობების ენერგოეფექტური განახლება, მრეწველობა, ნულოვანი დაბინძურება, ფერმიდან მაგიდამდე: გარემოსადმი მეგობრული სასურსათო

სისტემა, ბიომრავალფეროვნება, ასევე მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა გარდაქმნისთვის საჭირო ფინანსები, დიგიტალიზაცია, სოციალური ზემოქმედება, კვლევა-განვითარება და ინოვაცია. დისკუსიები შეეხებოდა ქვეყნების გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევის შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრას, და თითოეული ქვეყნის პროფილის შესწავლის გზით შეფასებების ხარისხის უზრუნველყოფას. 


ვორქშოფის სესიები ძირითადად შეეხებოდა თემატურ მიგნებებს, რომლებიც ხელს უწყობს თანამშრომლობის ჩამოყალიბებას, ცოდნის გაზიარებასა და სტრატეგიულ დაგეგმვას.

მწვანე დღის წესრიგის პროექტი სომხეთისთვის, საქართველოსთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვის, მხარდაჭერილია შვედეთის განვითარების საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მიერ, ორიენტირებულია მწვანე გარდაქმნის ეროვნული გზამკვლევის შექმნაზე, რომელიც დაფუძნებულია შეფასებებზე როგორც თემატურ, ასევე ეროვნულ დონეზე. ეს შეფასებები მიმართულია ევროპული მწვანე შეთანხმების ძირითად ასპექტებზე, მოიცავს ზოგად საკითხებს და ხელს უწყობს ოთხ ქვეყანაში მწვანე გარდაქმნას.